რამდენად ხშირად ვფიქრობთ ჩვენს სიკვდილზე? ან იქნებ უბრალოდ გვეშინია ამაზე ფიქრის და გვეჩვენება , რომ ცხოვრება უსასრულოა და ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერად. სანამ ახალგაზრდები ვართ, სიკვდილზე საერთოდ არ ვფიქრობთ და შესაძლოა მხოლოდ მოწინავე წლებში ვიწყებთ ფიქრს იმაზე , თუ რა გველოდება სიკვდილის შემდეგ და მართლაც, შესაძლოა , ეს მხოლოდ დასასრულია და მხოლოდ ჩვენს შთამომავლებს და ახლობლებს ექნებათ მოგონებები ჩვენზე.
რაც შეეხება წიგნს : სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ახალგაზრდა ბიჭი იღებს ზარს გაფრთხილებით, რომ მას სიცოცხლის მხოლოდ 24 საათი დარჩა და სულ ესაა. როგორ?! რატომ?! რისთვის?! რა უნდა გააკეთოს , როგორ უნდა იცხოვროს ეს დღე , ბიჭს ამ კითხვებზე პასუხები არ აქვს ... ასეთი შეტყობინება ნებისმიერ ადამიანს მოსდის , განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა, სიკვდილი არავის არ აუვლის გვერდს.
წიგნი გაიძულებს იფიქრო ცხოვრებაზე, შეაფასო თუ რანაირად ცხოვრობ და წამიერად წარმოიდგინო რა უნდა გააკეთო სიკვდილამდე . მატეო და რუფუსი ორი მოზარდია , რომლებმაც იციან , რომ მათ ერთ დღეზე ნაკლები სიცოცხლე აქვთ დარჩენილი, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა თუ რას მიაღწიეს სიკვდილამდე ამ რამდენიმე საათის განმავლობაში?!
წიგნის კითხვისას ელოდები ბედნიერ დასასრულს , მიუხედავად წინასწარმეტყველური სათაურისა , მაინც , ბოლო ფურცლებამდე არ კარგავ იმედს, რომ მათ იპოვეს ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე ელით...ამ დროს კი , ბოლო ფურცლებს ცრემლებთან ერთად ყლაპავ და შენს გარშემო საშინელი სევდა და სიცარიელე ისადგურებს....
წიგნის გმირებთან ერთად საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევთ... ერთი წუთითაც არ მინანია , რომ წავიკითხე წიგნი , საკმაოდ მძიმე შინაარსით, რომელმაც ემოციურად დამშალა ...