"მისნის ღამეში" ამბავი ისეა მოყოლილი , სხვაგან რომ არასად არ წამიკითხავს. ყველაზე მეტად , ვფიქრობ , ესაა დასაფასებელი მწერალში.
სიუჟეტი კი ასეთია : სიდნი ორი მწერალია, რომელიც ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს. წერს წიგნს, რომლის შინაარსაც ავტორი მთავარი ამბის პარალელურად გვიყვება. თავის მხრივ სიდნის გმირი - ნიკი წიგნს კითხულობს, რასაც შენ გაკითხებს. სიდნი შემდეგ დაიწყებს სცენარის წერასაც - ესეც მოთხრობილი მეოთხე ამბავი. ამას ემატება ისიც , რომ მთავარი ამბის წინაისტორიები თუ გაინტერესებს ქვემოთ, შენიშვნების სახით შეგიძლია წაიკითხო. ფაქტობრივად , დამატებითი დეტალები ცალკეა გატანილი და მას , ვისაც ტექსტიდან გადახვევები და მანამდე განვითარებული ამბების კითხვა არ უყვარს, შეუძლია გამოტოვოს ისე, რომ მთავარი სიუჟეტიდან თითქმის არაფერი დააკლდეს.
"რეალური ძალა აქვს სიტყვებსაც, რომელსაც ვწერ და რომელსაც წარმოვთქვამთ. ყველაფერი რაც ადამიანს უკავშირდება, რეალურია და მატერიალიზების ძალა გააჩნია.ხანდახან მოვლენები აღსაქმელად იქამდე გვეძლევა, ვიდრე ისინი რეალურად მოხდება.ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, მაგრამ მომავალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენშია."
სინამდვილეში სიდნისაც იგივე დაემართა , რაც მის გმირს, ისიც მოულოდნელად გადაურჩა სიკვდილს და რეალური ცხოვრებისგან გაცლა არჩია. მერე საცავში ჩაიკეტა. სიდნის ცხოვრებაც იქ გაიჭედა. ვერ მოიფიქრა ნიკი ამ საცავიდან როგორ გაეყვანა, მერე ისიც ვერ გაიგო თუ როგორ გამოსულიყო ცოლთან ურთიერთობის ჩიხიდან. ცოლი ყველაზე მეტად უყვარს. ეს ის გოგოა "დედამიწის ზურგზე ყველაზე შეუფერებელ ადგილას" რომ შეუყვარდა, ლაპარაკის უნარი რომ დაკარგა და გრეისი თავის ცხოვრებაში რომ შეუშვა.
პოლ ოსტერის "მისნის ღამისმაგვარ" წიგნებს სასიამოვნოდ საკითხავეებს ვუწოდებ. აი ისეთებს, რომ კითხულობ და კმაყოფილი ხარ , "მკითხველი" რომ გქვია...
No comments:
Post a Comment