ჟანრობრივად ეს არის ფილოსოფიური რომანი, რომელიც არის გაჯერებული ალეგორიული ქვეკონტექსტებით. მწერალმა შექმნა აბსტრაქტული სამყარო, უსახელო ადამიანებით, სადაც "თეთრი სიბრმავე", ეპიდემია ვრცელდება და ერთმანეთის მიყოლებით ბრმავდება მთელი საზოგადოება. ისინი არ არიან ჩვეულებრივი უსინათლოები, ვინაიდან , სრული სიბნელის ნაცვლად ხედავენ რძისფერ სითეთრეს. ერთადერთი ადამიანი , რომელიც ინარჩუნებს თვალხილულობას, ექიმის ცოლია. იგი ხედავს თითოეული ადამიანის სიმდაბლეს , სიბინძურეს, სისასტიკეს, სიბილწეს და მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ადამიანად. მოქალაქეებისგან დასაცავად მათ იზოლაციაში გადაიყვანენ, სრულიად უფუნქციო კლინიკაში, რაც უფრო ამძაფრებს ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს და სწორედ აქ იწყება მათი ფერიცვალება და ხდებით მომსწრე ადამიანთა გარეგანი თუ შინაგანი რღვევის, ადამიანთა დაცემის და განვითარების რეგრესის.
მთელი ნაწარმოებია ალეგორიაა იმის შესახებ თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას ადამიანებზე. ეს არის წიგნი , რომელიც ადამიანის ცნობიერებას ცვლის. მიუხედავად უმძიმესი ეპიზოდებისა , რთულია კითხვის პროცესს მოწყდე. ყველაზე მძაფრი კი თანაგანცდის მომენტია. საბოლოო ჯამში კი რწმუნდები, რომ სარამაგუ ის მწერალია , რომელსაც ადამიანები კი არ სძულს, პირიქით, უყვარს და ვფიქრობ , სწორედ ამ ადამიანურ სიყვარულს მიუძღვნა ეს წიგნი.



No comments:
Post a Comment