ეს რომანი არის პირველ პირში დაწერილი. რომანის მთავარი გმირია - ორმოცდათვრამეტი წლის წარუმატებელი ხელოვანი ბრედლი პირსონი, რომელიც მთელი რომანის მანძილზე საკუთარი თავის ძიებაშია. იგი ვერ ახერხებს კარგი წიგნის დაწერას. წინ გამუდმებით რაღაც ეღობება, რაღაც აბრკოლებს... ასეთი პრობლემები თან სდევს ბრედლის მთელი რომანის მანძილზე. მას პრობლემები აქვს თითქმის ყველა მის გარშემომყოფ ადამიანთან, იქნებიან ესენი მისი მეგობრები , ნათესავები თუ ოჯახის წევრები. ბრედლის დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი, მას არ გააჩნია ფანტაზია. ის ვერ ახერხებს ორი მნიშვნელოვანი ცნების განმარტებასა და ერთმანეთისგან მათ გამიჯვნას: ესაა კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. მისთვის თითქოს ყველაფერი ერთნაირია. მას არ სჯერა სიყვარულის , მისი არსებობის...
სიყვარული ამ რომანში , ისევე როგორც მერდოკის სხვა წიგნებშიც , აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა "შავი პრინცში" ამ თემის განხილვას, ამას უფრო დიდი დრო ეთმობა ავტორის მხრიდან. ბრედლი პირსონს უყვარდება მასზე ბევრად პატარა, ოცი წლის ჯულიან ბაფინი, მისი მეტოქისა და მეგობრის , არნოლდ ბაფინის ქალიშვილი. მათი სიყვარული ყველასთვის მიუღებელია... მიუღებელია თვითონ ბრედლისთვისაც, თუმცა ამას არ აღიარებს. გამომცემელი რომანის წინასიტყვაობაში წერს , რომ "ყველა ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია და უიმედოდ შეყვარებულებს სურთ თავიანთი ამბის დაწერა".
საფინალო ნაწილში კი მწერალი გვთავაზობს 4 განსხვავებული პერსონაჟის მიერ დანახულ მთავარი გმირის ისტორიას, რითიც იმის თქმას ცდილობს, რომ ნებისმიერი ამბავი სამყაროში არ არის აბსოლუტური, რომ ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს და ყველა თავისებურად, განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე ისტორიას. ბრედლი პირსონი კი საბოლოოდ ნამდვილად ახერხებს შავ პრინცად გარდაქმნას და ის ნამდვილად ქმნის გენიალურ რომანს ამ წიგნის სახით.
სამახსოვრო ფრაზები:
- ყველაფერი რაც ღირებულია - იდუმალია.
- ხელოვნება მთლიანად აბსურდზეა დამყარებული,მაგრამ სიმარტივისკენ მიისწრაფვის.
- საიდუმლო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი გვეჩვენება , ვიდრე სინამდვილეშია.
- ღირებული აზრები დუმილის დროს იბადება.
- ცნობისმოყვარეობა გულმოწყალების სახეობაა.
- ხელოვანთა უმრავლესობა ნაკლებად აინტერესებს თავისი თანამედროვეები. ისინი, ვინც თანამედროვეებს ეთაყვანება , გუშინდელ დღეს მიეკუთვნებიან.
- რა მახინჯია სინამდვილი,როცა არაფრითაა შენიღბული.
- რაც უფრო ვუღრმავდებით წარსულს, მით უფრო ბნელად წარმოგვიდგება ის.
- ზოგჯერ ურჩხული უნდა გახდე , რათა თავი გადაირჩინო.
- უღრუბლო ბედნიერება თავისთავად შიშის მომგვრელია.
- შეუძლებელია,მკვდრები გვიყვარდეს.ჩვენ გვიყვარს აჩრდილი, რომელიც ფარულად გვანუგეშებს.
- ლოდინის დრო თვითშთანთქმადია.ყოველი წუთი, ყოველი წამი უძირო უფსკრულია.ამიტომ ყოველი წამი შეიძლება იმ ერთადერთ წამად იქცეს, როცა მოხდება ის რაზეც ოცნებობ.
No comments:
Post a Comment