ეს წიგნი ცოტა შემაძრწუნებელი და არაკომფორტულია, ერთდროულად ლამაზიც და ილუზიებით სავსე. ამბავი მოთხრობილია რამდენიმე მეზობელი ბიჭის პერსპექტივიდან . ისინი ცდილობენ გაარკვიონ , რატომ ჩაიდინეს ლისბონის დებმა თვითმკვლელობა. ბიჭების მხრიდან ლისბონის დებზე ფეტიშიზმი და რომანტიზაცია საკმაოდ შემაშფოთებელია. შეპყრობილები საკუთარი აკვიატებით, ისინი მთელ დროს უთმობენ დებზე ჯაშუშობას და თვითმკვლელობების მერეც კი აწყობენ გოგონების პირადი ნივთების "გამოფენას". ფაქტობრივად, გოგონები დაყვანილი არიან მამაკაცური ფანტაზიებისა და სურვილების პროექციად - სიკვდილის შემდეგაც კი...
უნდა აღინიშნოს, ასევე , რომ გოგოები კონტროლდებიან და იზღუდებიან რელიგიური მშობლების მიერ.მშობლების მიერ გატარებული მკაცრი ქრისტიანული წესები აყალიბებს ოჯახის ჩაკეტილ გარემოს, სადაც გოგონები იძულებულნი არიან უარი თქვან პირად თავისუფლებაზე . სწორედ ამ თავისუფლების არქონა წარმოშობს ფსიქოლოგიურ კრიზისს.
ლისბონის დები წიგნში სიმბოლოებად გვევლინებია - დაკარგული სილამაზის, სიწმინდის და მიუწვდომლობის. ზოგადად, მთელი წიგნი ძალიან მელანქოლიურია. იგი სავსეა დრამატული აღწერებით.
ავტორი გვიჩვენებს , რომ ზოგჯერ სიჩუმე და გაუგებრობა უფრო სასტიკია , ვიდრე სიტყვები. ეს არის ამბავი არა მხოლოდ იმაზე თუ რა მოხდა , არამედ იმაზე, რაც ვერ გავიგეთ და რაც სამუდამოდ მისტიკად დარჩა...




No comments:
Post a Comment