ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური რომანი , რომელიც იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს, დანაკარგის განცდას და ურთიერთობების სირთულეს. თვითონ სათაურიც სიმბოლურად მიუთითებს ცხოვრების ისეთ პერიოდზე, როდესაც ადამიანი ძველ ცხოვრებასა და ახალ ეტაპს შორის აღმოჩნდება. სწორედ ასეთ გარდამავალ მდგომარეობაში არიან რომანის პერსონაჟები.
რომანის მთავარი მოვლენა არის ოჯახის ტრაგედია - მამის გარდაცვალება. ეს მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში შინაგან კრიზისს იწვევს. ორი ძმა სრულიად განსხვავებულად რეაგირებს ამ დანაკარგზე . ერთისთვის - ტრაგედია იწვევს ემოციურ სიცარიელეს და ცხოვრების აზრის დაკარგვას, მეორესთვის კი, ის ხდება თვითანალიზისა და საკუთარი ადგილის ძიების მიზეზი. მწერალი გვიჩვენებს , რომ გლოვა ერთნაირად არასდროს არ მიმდინარეობს - თითოეული ადამიანი ტკივილს განსხვავებულად განიცდის.
რომანში მნიშვნელოვანი თემაა გონებასა და ემოციებს შორის კონფლიქტი. ზოგი პერსონაჟი ცდილობს ყველაფერი რაციონალურად გაანალიზოს - თითქოს პრობლემები ლოგიკით შეიძლება გადაწყდეს... თუმცა რეალურად, ისინი ემოციურად ძალიან დაუცველები არიან.
წიგნში სიყვარული არ არის იდეალიზებული. ის წარმოდგენილია როგორც წინააღმდეგობებით სავსე გრძნობა, ურთიერთდამოკიდებულება და ზოგჯერ ტკივილის წყაროც. პერსონაჟები ცდილობენ ურთიერთობების შენარჩუნებას , მაგრამ ხშირად ვერ ამბობენ იმას , რასაც რეალურად გრძნობენ. სწორედ კომუნიკაციის სირთულე ქმნის დაძაბულობას მათ შორის.
სალი რუნის სტილი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნით : ტექსტი მარტივია, მაგრამ აზრობრივად ღრმა. პერსონაჟების ხასიათი ხშირად საუბრის საშუალებით ვლინდება. ამ სტილის გამო მკითხველი თითქოს უშუალოდ პერსონაჟების ცხოვრებაში აღმოჩნდება.
მწერალი გვახსენებს , რომ ცხოვრება ყოველთვის არ არის ნათლად განსაზღვრული - ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ ვიმყოფებით "შუალედში", სადაც ჯერ კიდევ პასუხების ძიებაში ვართ.



No comments:
Post a Comment