"შვილობილი" მცირე ზომის, ემოციური და მეტად სიღრმისეული ნოველაა, რომელიც მხოლოდ 73 გვერდს მოიცავს. თუმცა, ამ გვერდების რაოდენობა, სწორედ იმის მტკიცებულებაა, რომ მოცულობას საერთო არაფერი აქვს აზრის სიღრმესთან.
ამბავს , რომელიც თითქოს ერთი შეხედვით ბანალურია, თავად გადმოგვცემს მოქმედი გმირი, პატარა გოგონა. ის მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახიდანაა. ამ გარემო პირობების გამო, იგი გაურკვეველი დროით მიაბარეს შორეულ ნათესავებს. ეს ფაქტი უცნაური და შიშისმომგვრელი ჩანს, თანაც ამბავს გადმოგვცემს ბავშვი, რომელიც ბევრ რამეს ვერ იაზრებს. სწორედ ამიტომ უნდა ჩავწვდეთ ყველა დეტალს სიღრმისეულად. რადგან ამ ნოველაში იმალება ის პატარ-პატარა ფაქტები, რაც დიდ მნიშვნელობას გულისხმობს და მის დანახვას მოითხოვს მკითხველისგან.
უცხო ოჯახში ბავშვი გარემოცულია სითბოთი და სიყვარულით, რაც აქამდე მსგავსი რამ საკუთარ სახლში არასდროს განუცდია. გოგონას ეუცხოება ცოლ-ქმრის დამოკიდებულება მის მართ. ვერ გადმოგვცემს, თუმცა სხვადასხვა ფაქტით ვხვდებით, რომ ეს ზრუნვა და სულიერი სიახლოვე მისთვის დამაბნეველია...
ხშირად , მშობლებს ბავშვებისთვის მხოლოდ საკვებისა და ნივთების დანაკლისს განიცდიან. არადა, სინამდვილეში ზრუნვა, სიყვარული, ყურადღება და ის ემოციური კავშირი ავიწყდებათ , რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
რამხელა იდეა დევს პატარ-პატარა დეტალებში... გოგონას ოჯახში ტირილი სირცხვილად ითვლებოდა, დასჯა კი - ნორმად... ემოციური დასაწყისია გოგონას მამის უკანმოუხედავად წასვლა, დასასრულს კი ბატონი კინსელის ჩახუტება... ბოლოს კი, ჭაში ჩავარდნის ამბის საიდუმლოდ დატოვება, სწორედ იმ დიდსულოვნების შედეგია, რაც გოგონამ ამ ოჯახისგან მიიღო. იმ გრძნობების, რასაც საკუთარი მშობლები უნდა უზიარებდნენ შვილებს...



No comments:
Post a Comment