Friday, April 25, 2025

ჯონ სტაინბეკი - "მრისხანების მტევნები" John Steinbeck - "The grapes of wrath"

 


        ეს არის წიგნი უსამართლობაზე, დიდ იმედსა და მრისხანებაზე. იმ მრისხანებაზე, რომელიც ბინას იდებს ყველა ღატაკ , გარიყულ , მშიერ ადამიანთა გულებში... 

      უშაუალოდ სიუჟეტზე რომ ვისაუბროთ, წიგნი არის "დიდი დეპრესიის" შემდეგ გაღატაკებული ფერმერების - ჯოუდების ოჯახზე. ისინი იძულებულნი გახდებიან გაემგზავრონ კალიფორნიისკენ. გზა კალიფორნიამდე სავსეა სხვადასხვა დაბრკოლებებით, შიმშილით, გაჭირვებით, თუმცა უსაზღვროდ დიდი იმედით, რომელიც ბოლო ეპიზოდამდე მიჰყავთ პერსონაჟებს. 

    

    

      ყველა პერსონაჟი უნიკალურია, თუმცა ყველაზე გამორჩეულია დედა, რომელიც ნამდვილად სიმამაცის სიმბოლოა ამ წიგნში. დედა ჯოუდი არის ქალი, რომელიც ოჯახს აერთიანებს და მათ დანებების საშუალებას არ აძლევს . ქალი, რომელსაც უკიდურესი გაჭირვების დროსაც არ ავიწყდება ლუკმის სხვისთვის გაზიარება.

     ფინალური ეპიზოდი კი, ის ეპიზოდია, რომელიც მთელ წიგნად ღირს და დაიჯერებთ, რომ ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი არსებობს გამოსავალი, თუ ჩვენს გულებში იმედის  ნაპერწკალს არასდროს ჩავაქრობთ.


სამახსოვრო ფრაზები : 

  • ამქვეყნად ძალიან ცოტა რამ არის, რასაც რწმენა შეუძლია მოგმატოს.
  • სულით დაცემა ადვილია. კაცი თუ ხარ, უნდა გაუძლო.
  • გეშინოდეთ დროის, როცა ადამიანი იდეისთვის აღარ დაიტანჯება, როცა იდეისთვის სიკვდილზე იტყვის უარს, რადგან ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, ეს თვისება ქმნის ადამიანს - მთელს სამყაროში გამორჩეულ არსებას.
  • დიდი გაბედულება არ სჭირდება იმის გაკეთებას, რასაც იმიტომ აკეთებ , რომ მეტი გზა არ გაქვს.
  • როცა ხალხი მშვიდად არის და არაფერი არ იცის , რაღაცას უნდა ელოდო.
  • თუ გასაჭირში ხარ, გტკივა ან გშია , ღარიბ კაცს სთხოვე დახმარება , მარტო ის დაგეხმარება , მეტი არავინ.
  • ყოველ დღეს უნდა გაუძლო, ყოველი დღით უნდა იცხოვრო.

No comments:

Post a Comment