"ორი ქალაქის ამბავი" გვიყვება საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მომხდარ საზარელ და შემაძრწუნებელ ამბებს. ესაა ეპოქა, რომელმაც კაცობრიობის გეზი და ცხოვრება მთლიანად შეცვალა. საბედისწერო და უცნაური ბედით დაკავშირებულ პერსონაჟებს, რთული და ამავდროულად სიყვარულით და თავგანწირვით სავსე გზა აქვთ გასავლელი. ეს გზა ძალიან ვერაგი , სისხლიანი და დაუნდობელია, სადაც წლობით ნატანჯ და გამეხებულ ხალხს გულში ოდნავი სიბრალულუც კი აღარ შერჩენია...
სინამდვილეში , ეს დარნეის და ლუსის სიყვარულის ისტორია არაა, ესაა მადამ დეფარჟის შურისძიების ერთიანი სურათი, რომელშიც ბევრი სხვა პერსონაჟი ბუნებრივად და ოსტატურად ჰყავს თავადვე ჩაქსოვილი. დაუვიწყარი და საბედისწერო ქალი, რომლის არარსებობაც წარმოუდგენლად მეჩვენება დღემდე , იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ჩემთვის მეორე განსაკუთრებული პერსონაჟი - კარტონია. კაცი, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი თავისთვის სწორი გზა ეჩვენებინა, თავისთვის ეშველა და გაებედნიერებინა საკუთარი თავი. კაცი, რომელმაც იცოდა , რო მთელი მისი ცხოვრება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ერთიანობა იყო. ამ დროს დიკენსი რას აკეთებს?! სწორედ ამ ადამიანის ისეთ დიდებულ სულიერ აღდგომას აღგვიწერს, შეუძლებელია მთლიანად არ შეგძრას ამ ამბის გააზრებამ...
მეტი რომ არ გამიგრძელდეს , დიდზე დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს. წაიკითხეთ, იგრძენით, გაიცანით დაუვიწყარი პერსონაჟები და შთაბეჭდილებების გაზიარებაც არ დაგავიწყდეთ.



No comments:
Post a Comment