რალფ ელისონის რომანი "უჩინარი" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ამერიკულ ლიტერატურაში. წიგნი მოგვითხრობს აფროამერიკელი ახალგაზრდის ცხოვრებაზე, რომელიც საზოგადოების თვალში თითქოს "უჩინარია". ეს არ ნიშნავს, რომ იგი ფიზიკურად არ ჩანს, პირიქით, ადამიანები მას მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისა და სტერეოტიპების მიხედვით აღიქვამენ და ვერ ხედავენ მის ნამდვილ პიროვნებას.
რომანის მთავარი თემა ადამიანის იდენტობის ძიებაა. გმირი მთელი ცხოვრებას განმავლობაში ცდილობს საკუთარი ადგილის პოვნას, მაგრამ ყველგან აწყდება უსამართლობასა და გაუგებრობას. იგი ხვდება, რომ საზოგადოება ხშირად ადამიანებს არა მათი თვისებების, არამედ წინასწარ შექმნილი წარმოდგენების მიხედვით აფასებს. სწორედ ამიტომ მას უჩნდება განცდა, რომ მისი ნამდვილი "მე" სხვებისთვის უხილავია.
ნაწარმოებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რასიზმის პრობლემას. ავტორი გვიჩვენებს, თუ როგორ ზღუდავს დისკრიმინაცია ადამიანის შესაძლებლობებს და როგორ ართმევს მას საკუთარი თავის გამოხატვის უფლებას. თუმცა რომანი მხოლოდ რასობრივ საკითხებს არ ეხება. ის ზოგადად ადამიანის თავისუფლებაზე, ღირსებასა და თვითგამორკვევაზე გვაფიქრებს.
ავტორი სიმბოლოებისა და ღრმა აზრების გამოყენებით გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეცნობა. მიუხედავად მრავალი სირთულისა , მთავარი გმირი საბოლოოდ აცნობიერებს, რომ საკუთარი იდენტობის განსაზღვრა მხოლოდ მას შეუძლია და არა საზოგადოებას.
დასკვნის სახით, "უჩინარი" არის რომანი, რომელიც გვასწავლის , რომ თითოეულ ადამიანს აქვს გამორჩეული ღირსება და ინდივიდუალიზმი. ნაწარმოები გვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის დანახვა ისეთ ადამიანებად , როგორებიც სინამდვილეში ვართ და არა სტერეოტიპების გავლენით.
სამახსოვრო ფრაზები :
- ჭეშმარიტება სინათლეა და სინათლე ჭეშმარიტებაა.
- კაცობრიობა არსებობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა , რომ გადაგვარებას განიცდის.
- სადაც არ უნდა წახვიდე, ცოდვა ყველგან მოგყვება.
- საკუთარი ძალების რწმენა ყველაზე დასაფასებელი თვისებაა.
- ძალაუფლება თავდაჯერებულობაა, ძალაუფლება ნიშნავს, რომ კარგად იცი, როდის დაიწყო და როდის გაჩერდე.
- თავისუფლებაში ყოველთვის არის დანაშაულის ელემენტი.
- ამბიცია შესანიშნავი ძალაა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაგაბრმაოს
- ნამდვილად ვერასდროს გაიგებ სად წაგიყვანს ცხოვრება.



No comments:
Post a Comment