Sunday, May 14, 2023

აგათა კრისტი - "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" Agatha Christie - "The murder of Roger Ackroyd"

 


           ქარი, ყავა, მუსიკა - რა სჯობს ასეთ ვითარებაში ბლოგის დაწერას?! რათქმაუნდა არაფერი :) 

           პირველად, როდესაც აგათა კრისტის - "დეტექტივების დედოფლის" ნაწარმოებს გავეცანი, სრულიად შოკირებული დავრჩი ფინალით. ეს იყო "მკვლელობა ღმოსავლეთ ექსპრესში". თუმცა, გაცილებით მეტად დავრჩი გაოცებული "როჯერ ეკროიდის მკვლელობის" ფინალით.

           ჩემი აზრით, დეტექტიურ ჟანრში ამ ნაწარმოებს ყველაზე ორიგინალური და გასაოცარი დასასრული აქვს.  აი, ისეთი , რომ ვერავინ წაროიდგენს თუ ვინ არის მკვლელი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი დეტექტიური ნაწარმოები  მაქვს წაკითხული და ზოგ შემთხვევაში , კონან დოილის და აგათას ნაწარმოებებშიც არ გამჭირვებია გამომეცნო თუ ვინ იყო მკვლელი, აქ უკვე სხვაგვარად მოხდა...


           ამ ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ინგლისის პატარა სოფელ ქინგს-ებოთში, სადაც აღმოაჩენენ ახალგაზრდა, მდიდარი და სახელგანთქმული ქალის - მისის ფერარსის გვამს. ერთ-ერთი მთავარი გმირი და ამ ამბის მთხრობელი არის  კეთილშობილი ექიმი , რომელსაც ფართო კავშირები აქვს სოფლის "ელიტასთან". მისის ფერარსის გარდაცვალების მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს , საძილე აბების გადაჭარბებული დოზაა. მაგრამ აქ იკვეთება ექიმის დის - ქეროლაინის აზრი, რომელიც ასეთ ამბებშ გამოცდილია. როგორც ექიმი აღწერს , მის დას ინფორმაციის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. ქეროლაინის აზრით, დაქვრივებულმა მისის ფერარსმა წინა წელს მოკლა თავისი ქმარი და ახლა სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მანაც თავი მოიკლა. 

         გადის რამდენიმე დღე ... ქინგს-ებოთში ყველასთვის ნაცნობი, კეთილშობილი და მდიდარი ფაბრიკანტი - როჯერ ეკროიდი მკვდარი, ზურგში ხანჯალ ჩარტყმული იპოვეს. ვითარება შემდეგია : იმ დღეს , როდესაც როჯერ ეკროიდი მოკლეს, მასთან სტუმრად ექიმი შეპარდი იყო,რომელმაც ის 9:50 დატოვა, მისგან გამოსვლისას ის, უცნობ, მაღალ, ამერიკული კილოს მქონე მამაკაცს შეხვდა, რომელმაც გზა იკითხა. ასევე , როგორც გაირკვა, ბოლოს როჯერ ეკროიდთან მისი ძმისშვილი - ფლორა ეკროიდი იყო. ხოლო, როგორც გამოძიება დაადგენს, ყველა ფაქტი მიუთითებს როჯერ ეკროიდის გერზე - რალფ პაიტონზე. პოლიციის აზრით , სწორედ ის არის მკვლელი.


          სწორედ ამ დროს, ჩაერთვება უკვე მის ჩვეულ საქმეს ჩამოშორებული და დიდი მაძებარი - ერკიულ პუარო. ის იცნობდა როჯერ ეკროიდს და როჯერმაც იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობა.ვინაიდან ერკიულ პუაროს არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა , მას თავისი საქმიანობის დამალვა მოუწია. როგორც გამოცდილი და შეუდარებელი მაძებარი პუარო ამბობს, საჭიროა მხოლოდ "მეთოდი, წესრიგი და პატარა რუხი უჯრედები". სწორედ ამ რუხი უჯრედების დაძაბვით შეკრებს ძალიან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ფაქტებს და მიაგნებს მკვლელს.


           როგორც უკვე ავღნიშნე, ფინალი აგათა კრისტისთვის დამახასიათებელი მოულოდნელობებით ვითარდება და ერკიულ პუაროც მკვლელს, როგორც მას შეეფერება  ისე აღმოაჩენს. ხოლო რაც შეეხება მკვლელის ვინაობას, ამის გაგება ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ და ვერ დაიჯერებთ , რომ ამ მკვლელობის უკან ეს ადამიანი იდგა , რომელზეც მთელი წიგნის კითხვის განმავლობაში ეჭვს ვერ მიიტანთ. იმედი მაქვს , თქვენც გამიყენებთ "პატარა, რუხ უჯრედებს" და მიაგნებთ ნამდვილ დამნაშავეს. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ. 



No comments:

Post a Comment