Tuesday, June 27, 2023

ანა ბერნსი - "მერძევე" Anna Burns - "Milkman"

 



            კრიტიკოსები და წიგნის ბლოგერები წერენ , რომ ანა ბერნსის ამ წიგნის კითხვა დიდი გამოწვევაა. ძნელია გაურკვეველი , ნეოლოგიზმით დატვირთული ენის გაგება და ყურადღების მიპყრობა ერთ კონკრეტულ თემაზე. ზოგადად, რთულია ირლანდიის ქალაქის, კონსერვატიულ უბანში მცხოვრები, 18 წლის  გოგოს თავში ყოფნა...

           იმის აღიარება რომ "ცა არ არის ლურჯი" - ეს ნიშნავს , რო იყო განსხვავებული და სწორედ აქ გამოიხატება მწერლის ნეოლოგიზმი. განსხვავებული რომ იყო , არ არის აუცილებელი რაღაც გამორჩეული აკეთო , მაგალითად მოწამლო შხამით ნახევარი ქალაქის მოსახლეობა, როგორც ამას აკეთებდა "აბებიანი გოგო", არამედ თქვენ შეგიძლიათ არ გიყვარდეთ ვინმე და არ შეგეშინდეთ არავის - როგორც ამას აკეთებდა "ნამდვილი მერძევე", რომელიც თან სდევს მთხრობელს. 

          კერძოდ, წიგნის მთავარი პერსონაჟი არის განსხვავებული და არაკანონმორჩილი. მთელი საზოგადოება საუბრობს მის რომანზე მასზე ორჯერ უფროს, დაქორწინებულ  კაცთან, ასევე სამხედრო ორგანიზაციის წევრთან , რაც სიმართლეს მოკლებულია. თუმცა, მთავარი არაკანონმორჩილება და განსხვავებულობა , საზოგადოების აზრით , გამოიხატება იმაში , რომ ის კითხულობს მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ წიგნებს სიარულის დროს...


           მთავარი პერსონაჟის "უძველესი მეგობარი" , რომელიც საუბრობს იმაზე თუ როგორ გამოიყურება ის საზოგადოების თვალში , ამბობს , რომ მის ხელში ასაფეთქებელი ნივთიერებები უფრო ისაღებია, მაგრამ წიგნი - არა. "მერძევის" მსგავს ადამიანებს მიუღებლებს უწოდებენ საზოგადოებაში. ისინი არიან საზოგადოებაში მთავარი ძალაუფლება, არც პოლიციას და არც სამედიცინო ინსტიტუტებს მათზე გავლენა არ აქვთ.  იმ მხარეში , სადაც კონსერვატიული , რელიგიური საზოგადოება ცხოვრობს, ყოველდღიურად განიცდიან ლინჩის წესით გასამართლებას ხელისუფლების მიერ,  ხოლო , მშვიდობიანი მოსახლეობა კი, იარაღებით ხელში არის სავსე - "შოუს" სეპარატისტები მართავენ.


           რომანი "მერძევე" არის იმის შესახებ , თუ როგორ შეგიძლია შეინარჩუნო საკუთარი თავი კონსერვატიულ საზოგადოებაში და არ გახდე დაკვირვების ობიექტი და როგორ გრძნობს ადამიანი თავს მკაცრი, სოციალური კონტროლის პირობებში. 

No comments:

Post a Comment