Tuesday, February 20, 2024

ირაკლი მაჩიტაძე - "სიკვდილის ლურჯი ეკრანი"

 


           ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიის მქონე წიგნია, რომელიც ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეს არის წიგნი , რომელშიც არცთუ ისე ბევრი პერსონაჟია, თუმცა თითოეულ მათგანს ვთვლი,რომ თანაბარი მნიშვნელობა აქვს, დაწყებული ტარიელ ლორიათი , დამთავრებული პატარა თიკოთი და მისი კატით.

         იმერეთის ერთი პატარა სოფელი, უჩვეულო მასწავლებელი, წარმატებული სტუდენტების საეჭვო რაოდენობა, ინტრიგები და პასუხგაუცემელი კითხვები მრავლადაა. ყოველივე ამის პარალელურად განვითარებული სიყვარულის ისტორიაც...

        წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია ლაშა, რომელსაც შსს ეხმარება. მას ინფორმაციის მოპოვება და გადამუშავება ევალება, რომ უფრო მაღლა მდგომმა პირებმა საეჭვო ადამიანებზე მიიღონ ის უმცირესი დეტალებიც კი, რომლებიც საქმეს სჭირდება. ასეთი პიროვნება გახლავთ აფრიკაში დაბადებული , ეროვნებით ქართველი იესე კაკაბაძე, რომელიც ამჟამად იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელია. ლაშა იღებს დავალებას თავისი უფროსისგან, ტარიელ ლორიასგან და ჩადის სოფელში , ჟურნალისტის ამპლუაში, თითქოს სიუჟეტის მოსამზადებლად ბავშვებზე, რომლებიც იესე მასწავლებლის წყალობით საზღვარგარეთ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში. 


         ლაშა ოთახს ლიზისთან იქირავებს. ქალთან, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა და პატარა გოგონას , თიკოს ზრდის. თიკოს კატა ჰყავს, ძაღლის სახელით - ჯესი... 

        რა ხდება უცნაური და რატომ აქვს ბატონ იესეს დიდი შესაძლებლობები, ამას უკვე წიგნის წაკითხვისას გაიგებთ. იმდენად კარგად არის სინთეზსში ადამიანური სითბო, სიყვარული, ზრუნვა, მეცნიერება, ამბიციები და საიდუმლოებები, რომ ბოლო გვერდიც კი გაოცებულს დაგტოვებთ. ძალიან გაგიჭირდებათისევ ამ სამყაროში დაბრუნება მაშინ, როცა ლურჯი ეკრანის მიღმა იქნებით.  ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი , რომლის შემდეგაც ვეღარ ფუნქციონირებს და სჭირდება გადატვირთვა - ე.წ. Restart. ამის შემდეგ კი ბევრი რამე იცვლება... 




No comments:

Post a Comment