Saturday, June 8, 2024

ოსამუ დაზაი - "აღარ ვივარგებ ადამიანად" Osamu Dazai - "No Longer Human"

 


         "აღარ ვივარგებ ადამიანად" ნამდვილად არ არის მხიარული წიგნი, თუმცა მისი ეფექტი და გავლენა მკითხველზე ნამდვილად დიდია. ვფიქრობ, ამ წიგნისთვის სწორედ ასეთი აღწერაა შესაფერისი.  ეს არის ისეთი ამბავი, რომელიც შენს გარშემო ვითარდება , იზრდება და თავის კვალს ტოვებს მისი დასრულების შემდეგაც კი. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მთავარ პერსონაჟზე , არამედ ის ასახავს და მოიცავს ზოგადად ხალხს და პირველ რიგში , თავად მწერალს.  საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან საკუთარ "მეს" და ვერ იღებენ საკუთარ თავს და ვერც სხვა ადამიანებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სამყაროს ჯამბაზებად ევლინებიან, თუმცა ღრმად ებრძვიან თავიანთ ყველაზე სასტიკ დემონებს. მათ არ შეუძლიათ არც ქება და არც კრიტიკა. ისინი ფაქტობრივად საკუთარი თავის მტრები არიან. მათ მიაჩნიათ , რომ ერთადერთი მოპყრობა, რომელსაც იმსახურებენ არის სიძულვილი და ზიზღი. ისინი იმდენად თვითკრიტიკულები არიან , რომ თავადაც კი არ შეუძლიათ მათ მიერ გამოვლენილი სიკეთის მიღება და აღქმა.


         სწორედ არათავდაჯერებულობა აიძულებს მათ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, რომ თავი დააღწიონ სხვა ადამიანებს. მათი ქრონიკული დაუცველობა მათ აგრძნობინებს, რომ ისინი ვერასდროს იქნებიან საკმარისად კარგი ან ფაქტობრივად საერთოდ არ არიან კარგი. ალბათ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რომ გაეცნოს ახალი თაობის გონების უფსკრულს... თვითონ წიგნი გამოვიდა 1948 წელს, თუმცა ის არ შეიძლებოდა უფრო მეტად შესაფერისი ყოფილიყო ჩვენი დღევანდელობისთვის. 

        წიგნი გვასწავლის , რომ ის ,რასაც ჩვენ ვხედავთ , არ შეესაბამება უმეტესწილად სიმართლეს და რომ ყველაზე ტრაგიკული ადამიანი არ არის ის , ვინც სევდიან ისტორიებს წერს, არამედ ის , ვინც წერს კომედიას... 



No comments:

Post a Comment