Saturday, June 15, 2024

ყურბან საიდი - "ალი და ნინო" Kurban Said - "Ali and Nino"

 


          ყურბან საიდი არის ფსევდონიმი, რომლის რეალური ვინაობაც საზოგადოებისთვის და მკითველისთვის, გარკვეული პერიოდის მანძილზე უცნობი იყო.  თუმცა მრავალწლიანი კვლევების შემდეგ გაირკვა , რომ ეს ფსევდონიმი 1905 წელს ბაქოში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაბადებულ  - ლევ ნასიმბაუმს ეკუთვნის.  ყველაფერი იმით დაიწყო , რომ ავტორმა თავისი რომანი, ყურბან საიდის სახელით, ბაქოს ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში დატოვა და გაუჩინარდა. 

        წიგნი ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული თუ არა , ვერცერთმა ლიტერატურათმცოდნემ ვერ დაამტკიცა, ვერც ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვერ მიიყვანა საზოგადოება კონკრეტულ ფაქტამდე. 

       რომანს რაც შეეხება, ნამდვილად ,ერთგულ და მტკიცე სიყვარულზეა ალი ხან შინვანშირისა და ნინო ყიფიანს შორის. მათ სიყვარულს დიდი კედელი ჰყოფდა , პირველ რიგში იმდროინდელი მსოფლიო ვითარება, მეორე მსოფლიო ომი, ასევე მათ შორის არსებული სხვადასხვა სარწმუნოებაცა და კულტურაც.  წიგნი საკმაოდ საინტერესო ფაქტებს მოგვითხრობს ისლამურ, აზიურ წესებზე. იკითხება მარტივად და მსუბუქად. მისი   მთავარი პერსონაჟები არა მხოლოდადამიანები არიან, არამედ თავად ქალაქი ბაქოც, ორი ადამიანის სიყვარულის დამაკავშირებელი ხიდი. 


       წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ , ჰლივუდის მიერ გადაღებულ ფილმს ვუყურე . ერთი რამ ნამდვილად იყო გულდასაწყვეტი - ფილმში არსად არაა კადრები ალის და ნინოს თბილისში გამგზავრებაზე, არასად არ ჩანს ჩვენი კულტურა და ჩვეულებების მცირე ნაწილიც კი, არადა წიგნში საკმაოდ კარგადაა გადმოცემული.  

     "ალი და ნინო"  ნამდვილად არაა შედევრი, მაგრამ მისი წაკითხვა აზიური და ევროპული სულების ჰარმონიულ თანაცხოვრებას და სიყვარულს გვაჩვენებს, ორ სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ადამიანის ურთიერთგაგებას და პატივისცემას.



No comments:

Post a Comment