ფრედრიკ ბაკმანის "აქ იყო ბრიტ-მარი" ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელიც მარტივ, მაგრამ სიღრმისეულად ადამიანურ თემებს ეხება - მარტოობას, საკუთარი "მე" ს ძიებას და ცხოვრებაში ახალი შანსების პოვნას.
ბრიტ-მარი უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობს ჩაკეტილ, რუტინულ სამყაროში.მას ძალიან უყვარს წესრიგი და სისუფთავე, სია და წესები... თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება - მას ქმარი ტოვებს და ბრიტ-მარი იძულებულია ახალი ადგილი იპოვოს საცხოვრებლად. ის აღმოჩნდება პატარა , მიყრუებულ ქალაქში, სადაც თავიდანვე გრძნობს , რომ ზედმეტია, მაგრამ თანდათან ეგუება და ცდილობს ადგილობრივებთან ჩამოაყალიბოს ურთერთობა.
რომანში ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა სწორედ ეს არის - ადამიანი ნებისმიერ ასაკში და სიტუაციაში იმსახურებს მეორე შანსს. ბრიტ-მარი თითქოს უმნიშვნელო პერსონაჟია, მაგრამ რეალურად მასში იმალება ძლიერი, ბრძოლისუნარიანი ქალი, რომელსაც შეუძლია სხვის ცხოვრებაშიც შეიტანოს სინათლე. პატა ქალაქის მაცხოვრებლებთან ურთიერთობით ის სწავლობს გულწრფელობას, მეგობრობას და იაზრებს , რომ ცხოვრება იმაზე მეტია , ვიდრე მას წარმოედგინა.
მწერალი თავის სტილში გულგრილად ,მაგრამ ღრმად წარმოაჩენს ადამიანურ სისუსტეებს. თითქოს მსუბუქი ირონიით გვიჩვენებს ბრიტ-მარიმდე და მის შემდეგ არსებობას, თუმცა საბოლოოდ მკითხველს იმედს უტოვებს - ცხოვრება ყოველთვის შეიძლება დაიწყო თავიდან, თუნდაც იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელი. ეს რომანი გვახსენებს , რომ ბედნიერება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილას დაგხვდეს და ადამიანებს , როგორი რთული ბუნებაც არ უნდა ჰქონდეთ, შინაგანად ყველას სჭირდება სიყვარული და მიღება.

















