"დარიჩინის ქულბაქების" მთავარი თემაა - დროის განცდა. ავტორი უბრუნდება ბავშვობას, თუმცა ეს დაბრუნება არ არის პირდაპირი. ის არის გარდაქმნილი ემოციების, სურნელის და სიმბოლოების ნაკადი. ქალაქი, რომელიც თითქოს ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს, ხდება ნახევრად მითიური სივრცე, სადაც ყველაფერი სავსეა საიდუმლოებებით. მწერლის გადმოცემის ენა განსაკუთრებულია - მეტაფორებით და უჩვეულო შედარებებით გაჯერებული, რის გამოც ტექსტი თითქოს მუსიკას ჰგავს და არა მოთხრობას.
წიგნში ვხვდებით ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც შეიძლება გახდეს მკითხველის პირადი ოცნების ნაწილი - დახურული მაღაზიები შუაღამით , დარიჩინის სურნელი, ჩაბნელებული ქუჩები... მწერალი წიგნში ბავშვობის სამყაროს, რეალობის დამახინჯებულ სურათებს და ფანტაზიის ძალას აერთიანებს. ნაწარმოები გვახსენებს, რომ ხანდახან წარსულის გახსენება შეიძლება იყოს უფრო მაგიური და ლამაზი , ვიდრე უშუალოდ ის დრო , როცა მასში ვცხოვრობდით.
"დარიჩინის ქულბაქები" მხოლოდ ნაწარმოები კი არა , პოეტური მოგზაურობაა ჩვენს მეხსიერებასა და წარმოდგენებში. ეს არის მცდელობა დავიჭიროთ დრო, რომელიც უკვე გაქრა და მას ფერებით და სურნელებით შევსებული სიზმრის სახე მივცეთ. ავტორი გვიჩვენებს ,რომ მწერლობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამბის გადმოცემა, არამედ სამყაროს ხელახლა შექმნა - ისეთად, როგორსაც მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა ხედავს.



No comments:
Post a Comment