ამ სიმართლეში არავის ეპარება ეჭვი,თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვის რომ არაა წიგნები ესეც ფაქტია. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა ან როგორი სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს წიგნის წაკითხვამ,თუმცა ადვილია ისაუბრო წიგნის,კითხვის პრივილეგიებზე.წიგნი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სურთ დროებით სხვაგან იყვნენ.
არ ვიცი,რამ შეიძლება შეგაყვაროს კითხვა.ამის მიზეზი შეიძლება ერთი წიგნი აღმოჩნდეს,რომლის კითხვის დაწყებას ძლივს ახერხებდი ან შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა შეგაყვაროს ის. მე მაინც პირველი ვარიანტი მგონია უფრო შესაძლებელი. ადამიანებს უყვართ, როდესაც რომელიღაც ნაწარმოებში, თუნდაც სპექტაკლში ,თუნდაც ნახატში ან მუსიკის ტექსტშიც კი მათი სიტუაციის შესაფერის გრძნობებსა და სიტყვებს პოულობენ. სწორედ ამიტომ ,შეიძლება მათაც ჩაუვარდეთ ხელში წიგნი, რომელიც იმ დროს და იმ პერიოდში მათ საუკეთესო მეგობრობას გაუწევს, გაამხნევებს და იმედს მისცემს.ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ,ადამიანი ხდება იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.
რა არის კითხვა?! და ზოგადად წიგნი ჩემთვის?! ამაზე შემიძლია მარტივად გავცე პასუხი: წიგნის კითხვა ჩემთვის თავისუფლებაა.აი ისეთი თავისუფლება,როცა გგონია რომ უბრალოდ დაფრინავ!!!
No comments:
Post a Comment