როდესაც პირველად დავხედე წიგნის გარეკანს, დაუფიქრებლად გარდაცვლილი ადამიანები გამახსენდა ... შეშინებულმა დავიწყე კითხვა , მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში... წიგნის ყდა "პერეგრინს" სხვა წიგნების გროვაში ნამდვილად გამოარჩევს.ბნელი, უცნაური სურათი თავის მისტიკას მაშინაც კი არ კარგავს, თუ მკითხველი ვერ ამჩნევს , რომ გოგონა ჰაერში ტივტივებს. ეს არის უჩვეულო ფოტოების ისტორია .ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი და გადასაყრელად განწირული ფოტოები , ავტორის შთაგონების წყაროდ გამოდგა. ფოტოები ძალიან ძველია და ერთი თვალის შევლებითაც რაღაც უჩვეულოს აღმოაჩენთ. თუმცა , ყველა ფოტო ნამდვილია და მხოლოდ რამდენიმე მათგანია დამუშავებული.
ნაწარმოებში , დროში გადაადგილების შემოტანა დიდი რისკია , მაგრამ მწერალმა ეფექტურად წარმოაჩინა თავისი თავი და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა უნიკალური და ჩამთრევი სიუჟეტით . მეტს აღარ მოგიყვებით , ეს ისეთი წიგნია , სპოილერი ყველაფერს გააფუჭებს...
No comments:
Post a Comment