Tuesday, July 2, 2019

ოსკარ უაილდი - "დორიან გრეის პორტრეტი" Oscar Wilde - "The picture of Dorian Gray"

      

        გონების სავარჯიშო,საინტერესოდ საკითხავი და არაჩვეულებრივი წიგნი ხელოვნებაზე... აი , ასე მოკლედ და მარტივად დავახასიათებდი ამ წიგნს. გონების სავარჯიშო იმიტომ , რომ აქ თავმოყრილია შებრუნებული იდეები, პარადოქსები. წიგნი არის მხატვრული გამონაგონის და სინამდვილის ნაერთი. იმას, რომ წიგნი გონების სავარჯიშოა, მიგვანიშნებს შესავალიც.ბევრი პარადოქსი ჭეშმარიტია, უმეტესობა კი გვატყვევებს ბრწყინვალე ფორმით და გავიწყებს , რომ მისი თვითმიზანია გონების ვარჯიში, თამაში... წინასიტყვაობაში ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს , რომ ხელოვნებას სარგებლობა არ მოაქვს. მთელი წიგნი ამ სტილით არის დაწერილი. ავტორი ცდილობს დაგვანახოს მშვენიერება, მისი სიდიადე და გვამყოფოს მის სამყაროში.


"გავლენის მოხდენა ადამიანზე ნიშნავს მთლიანად მას გადასცე შენი საკუთარი სული. მაშინ ის არც ფიქრობს და არც არსებაში ჩასახული გრძნობით იწვის. ვერც უამრავ კეთილ საქმეს და სათნოებას მიიჩნევს თავისად. ხოლო ცოდვები, თუ წარმოიდგენთ, რომ ისინი საერთოდ არსებობს, უეჭველად ნასესხებია.აბა, დააკვირდით, ადამიანი ასეთ შემთხვევაში სხვისი მელოდიის ექოდ გადაიქცევა ხოლმე,ისეთი როლის შემსრულებელ მსახიობად, რომელიც მისთვის არ არის დაწერილი. ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა - აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ადამიანი ამქვეყნად".


      წიგნის მთავარი გმირი - დორიან გრეია, რომელიც მარადიულობის და ხელოვნების სიმბოლოა. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე ახდენს გავლენას, თავად დორიანი , კი, უცვლელი და მუდამ ახალგაზრდა რჩება. ოსკარ უაილდმა მარადიულად აქცია ადამიანი, ხოლო პორტრეტი კი პირიქით. რომანის კიდევ ერთ-ერთი მთავარი გმირია - ლორდ ჰენრი. ლორდ ჰენრის პარადოქსები და იდეები მაბნევდა, არ ვიცოდი რომელი იყო მართალი, რადგან თავად ლორდ ჰენრი ეწინააღმდეგებოდა მისივე ნათქვამს. თუმცა საბოლოო დასკვნამდე მისვლაც არ გამჭირვებია. 

      ცხოვრების მახინჯ სილამაზეს ავტორი უპირისპირებს სილამაზის და მშვენიერების სამყაროს და ამ წიგნით გამოიხატება გარკვეული პროტესტის ფორმა.



No comments:

Post a Comment