Saturday, July 6, 2019

ლუსი მოდ მონტგომერი - "ენი მწვანე სახურავებიანი მამულიდან" Lucy Maud Montgomery - "Anne of Green Gables"


       "ენი მწვანე სახურავებიანი მამულიდან"  არის ლუსი მოდ მონტგომერის ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები, რომელიც კლასიკად იქცა და ფილმის მრავალი ვერსიისა და სატელევიზო სერიალების შთაგონების წყარო გახდა.
       
        ენი თორმეტი წლის ობოლია. მას შეცდომით გააგზავნიან ბავშვთა თავშესაფრიდან მარტოხელა შუახნის და-ძმასთან მამულში, პრინც ედვარდის კუნძულზე და ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა გარშემომყოფზე. მარილა და მეთიუ კათბერტები ძალიან გაკვირვებულები არიან. ისინი ობოლ ბიჭს ელოდებიან , მაგრამ ბედისწერას სხვა გეგმა აქვს...ბიჭის მაგივრად მათ ხვდებათ მეოცნებე, ჟღალთმიანი და ჭორფლიანი გოგონა - ენ შერლი. ჭირვეული და სიცოცხლით სავსე ენ შერლი, თავის მხრივ მოხიბლავს კათბერტებს, თავისი ცოცხლი წარმოსხვითა და მუდმივი საუბრებით. დიდი დრო არ გადის მას შემდეგ, რაც ენი აღმოაჩენს, რომ კათბერტებს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება მის გარეშე ....ავონლეას მაცხოვრებლები კი ვეღარ იხსენებენ, თუ როგორი იყო მათი ქალაქი, სანამ ეს ველური შემოქმედი პატარა გოგონა ჩამოვიდოდა.




     მიუხედავად იმისა , რომ ჩემმა ბავშვობის წლებმა ჩაიარა, ძალიან ხშირად, გონებით მაინც ვბრუნდები იმ უდარდელ დროში. ეს წიგნი კი , ნამდვილად დაგაბრუნებთ ბავშვობაში. მისი წაკითხვის შემდეგ, სავსე დარჩებით სითბოთი და სინათლით.  


    
    წიგნის მიხედვით , 1985 წელს , გადაღებულია 12 სერიისგან შემდგარი ფილმი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია .

2 comments: