Sunday, July 7, 2019

კურტ ვონეგუტი - "ჟამთაძვრა" Kurt Vonnegut - "Timequake"


          ალბათ არ არსებობენ ადამიანები , რომლებსაც არ უფიქრიათ დროის უკან დაბრუნებაზე. მაგრამ ეს ოცნება რომ აგვიხდეს, შევძლებთ კი რამის შეცვლას?! დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას რომ ვერა, რადგან "ადამიანები არ იცვლებიან , არ აკეთებენ დასკვნებს , არ ითხოვენ პატიებას". როდესაც დროის რღვევა ისევ გაიძულებთ უკვე ჩადენილის განმეორებას, არ დაგავიწყდეთ , რომ "სპექტაკლი უნდა გაგრძელდეს"... 
დრო რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდეს უკან, მაინც დაიბადება ჰიტლერი, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს სისხლისმსმელი კომუნისტები, მაინც ექნება სამყაროს თვითმკვლელობის მცდელობები, მაინც შეიქმნება შოუ , სახელად - 1945... წარსულის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ , რომლის შეცვლაც აღარ მოგვინდება. თუმცა ეს არ არის ადვილი.ძნელია იცხოვრო გაურკვევლობაში , თითქოს დრო წინ მიდის და პრობლემების გადაჭრაც უფრო ადვილი უნდა გახდეს, მაგრამ ამისთვის, ალბათ, არასწორ მეთოდებს  მივმართავთ.  ახალგაზრდობა აღარ ცდილობს წარმოსახვის განვითარებას, რადგან ერთ ღილაკზე დაჭერით ნებისმიერი რამის ნახვა შეუძლიათ. მათთვის წიგნი ან ნახატი გასაოცარი ნივთებია და ვერც კი  ხვდებიან, როგორ "კაიფობდნენ" "მოხუცები" ამ მკვდარი საგნებით... მეცნიერება წინ მიდის , მაგრამ აღარავინ ფიქრობს ეკოლოგიაზე... ჰიროსიმა, ნაგასაკი და ჩერნობილი ყველას დაავიწყდა... ნობელის პრემიას კი ატომური ბომბის შემქმნელს აძლევენ, თანაც მშვიდობის დარგში...
         აი, ასეთი აბსურდებითაა სავსე სამყარო... დროის შეჩერებას კი აზრი არა აქვს...  


     ესაა მოკლე აღწერა ამ წიგნის, რომელიც საკმაოდ მარტივად იკითხება და ბევრ რამეს მოიცავს: მემუარებს, წერილებს, შეხედულებებს ... მოკლედ ძალიან საინტერესო მწერალია…მომენტებში უარყოფითად განვეწყე , ვაღიარებ…ასე ვთქვათ -  ამაგდო ,ისეთ რაღაცეებს ამბობდა …თან ეტყობოდა სუბიექტურობა და  მისი აზრები მაგრამ უფრო და უფრო კითხვისას ეს განწყობა პირიქით შემეცვალა და ბოლოს უკვე ვონეგუტით აღფრთოვანებულმა დავხურე წიგნი…ასე რომ ვინც წაკითხვას დააპირებთ გაბედულად გადაშალეთ, მოკლე, თუმცა საინტერესო მოგზაურობა გელოდებათ!

No comments:

Post a Comment