ამერიკელი მწერალი დონა ტარტი ავტორია საკმაოდ წარმატებული და ინტელექტუალური რომანების. "ოქროსფერის" წარმატებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სიუჟეტი კი ასეთია : 13 წლის თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიქცა - მოულოდნელი წვიმისგან დასამალად. მუზეუმში გატარებული წუთების განმავლობაში თეომ მოახერხა აღფრთოვანებულიყო ჰოლანდიელი მხატვრის კარელ ფაბრიციუსის "ოქროსფერი" სურათით, ენახა ელეგანტური მოხუცი, წითელთმიან გოგონასთან ერთად და სმენა დაეხშო საშინელი აფეთქებისგან - ტერორისტული თავდასხმა მუზეუმში... თეო უცნაურ ბრძანებას იღებს მოხუცისგან და მალევე იგებს დედის გარდაცვალებას. სწორედ ამ მომენტიდან ის თითქოს ჩაყვინთავს ტანჯვისა და თავგადასავლების ნაკადში, რომელიც დაუსრულებლად ეჩვენება...
აფეთქების გამოგონებით, რომელიც არასდროს არ მომხდარა, ტარტი შეგნებულად არღვევს რეალობის კედელს და ფანტასტიკურ სივრცეში ჩაგვძირავს. თეო ცხოვრობს ეგზოტიკური პერსონაჟებითა და უცნაური ნივთებით დასახლებულ სამყაროში - ასეთი ფერადი და ნათელი მხოლოდ ზღაპარში ან ბავშობაშია. სიუჟეტური ხაზები აქ დაკავშირებულია სამკაულების დახვეწილობასთან და პერსონაჟები ცოცხლები არიან. მაგრამ მკითხველის მოხიბვლისას , ავტორი არ მალავს განზრახვას სერიოზულად ისაუბროს ხელოვნებაზე , მის მნიშვნელობაზე დედამიწაზე მცხოვრებთათვის.
"ოქროსფერის" მომხიბვლელობა არ მალავს შედეგს, რომელსაც ფინალში მომწიფებული თეო ხვდება. ხელოვნება საუკუნეების მაძილზე კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. როგორც მთავარი გმირი ამბობს - "სილამაზე უნდა გადავარჩინოთ ცეცხლს და შევინარჩუნოთ, რომ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს შეწყდეს."
No comments:
Post a Comment