პაულო კოელიოს შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ , რადგან ყოველთვის განსხვავებულ სამყაროს ქმნის. მის ნაწარმოებებში ყოველთვის ჩნდება იმედი და არასდროს არ ქრება . ეს იმედი კი საოცარი ოპტიმიზმით არის დატვირთული. მისი წიგნებიდან გამოვყოფდი "ალქიმიკოსს",ვინაიდან მისი წაკითხვის შემდეგ ხვდები თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი, როგორ უნდა მოახდინო მთავარი მცნებების გაერთიანება.
"ალქიმიკოსი" არის კლასიკური მაგალითი იმ წიგნებისა , რომლებიც უნდა იკითხო გუნების გამოსაკეთებლად, ფიქრების გასაქარვებლად, ყოველგვარი სირთულის და სიღრმეების გარეშე. ამ წიგნის შინაარსის მოყოლას არა აქვს აზრი, ვინაიდან თავად ნაწარმოები არის მცირე მოცულობის. ამიტომ, ამჯერად მხოლოდ სამახსოვრო და გამორჩეული ფრაზებით შემოვიფარგლები.
- ცხოვრება იმით არის საინტერესო , რომ შეიძლება ყველა სიზმარი აგიხდეს.
- როცა რაღაცა გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
- თუ გიყვარს, შეგიძლია შეიცვალო.
- ყოველი ადამიანი , რასაც არ უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს აკეტებს სამყაროს ისტორიაში, თუმცა შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამის შესახებ.
No comments:
Post a Comment